თამაშგარე

16:18 | 13.03.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ჟუსტინ ენინი დაქორწინდა

მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგბურთელი ბელგიელი ჟუსტინ ენინი გათხოვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს. ენინმა და ბენუა ბერტუზომ ბელგიაში იქორწინეს. ჟუსტინი და მისი მეუღლე 4 წელია რაც ერთმანეთს ხვდებიან. 32 წლის ყოფილ ჩოგბურთელს და ბერტუზოს ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელიც მალე 2 წლის გახდება.

ენინი ერთხელ უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში. 2002 წელს ჟუსტუნი ცოლად პიერ-ივ არდენს გაჰყვა. მაგრამ 2007 წელს ენინის და არდენის ურთიერთობა დასრულდა. ქორწინების პერიოდში, 2002 წლიდან 2007 წლამდე, ენინის გვარი ასე ჟღერდა, ენინ-არდენი.

ჟუსტინი დიდი სლემის ტურნირების 7-გზის გამარჯვებულია, მას WTA-ის 43 ტურნირი აქვს მოგებული. ბელგიელი ოლიმპიური ჩემპიონიცაა, ჩოგბურთელი 2004 წელს ათენში გამართული ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:47 | 01.11.2014
ALBIONELI (747)

მერაბა და ვაწა ნაკრებში

13:41 | 31.10.2014
chamilo (33560)

კარგია რაც უფრო მეტი ქართველი ფეხბურთელი აიწყობს უცხოეთში კარიერას მით უკეთესი

13:12 | 31.10.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

11:30 | 31.10.2014
დიტო (14812)

ეს რა პოზიციაზე თამაშობს ზუსტად მითხარით.

11:29 | 31.10.2014
დიტო (14812)

საღოლ მერებ იმედია ქეცბა გამოგიძახებს პოლონელებთან.

09:25 | 31.10.2014
dattt (561)

ალბათ თავის ადგილზე, თვითონ რომ მოსწონს დააყენეს და ათამაშდა

03:43 | 31.10.2014
iakudza (509)

ვაა საგოლ მერაბ მაგარი ყოფილხარ არ ვუჯერებდი აქ ზოგიერთებს. არადა დინამოში ოცი ეპიზოდი დავთვალე კაცი ვერ მოატყუე ერთ თამაში არ ვაჭარბებ მართლა ))) მოგიხდა ახალი გარემო წარმატებები....

11:14 | 31.10.2014
hamilton (1371)

ძალიან მაგარია მერება თუ თAვის პოზიციაზე თამაშობს.. აბა უჰრინს ხან საყრდენად ეყენა ხოლმე და მანდ ვერ მოთხოვდი ვერაფერს ))

0.105853