ფეხბურთი

16:03 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი და ინგლისი “კამპ ნოუზე” ამხანაგურ მატჩს გეგმავენ

ბრიტანული და ესპანური მედიის ინფორმაციით, ინგლისის და ესპანეთის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციები მოლაპარაკებას მართავენ და დიდი ალბათობით, 2015 წლის 14 ნოემბერს, ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.

აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ როი ჰოჯსონის შეგირდები ვისენტე დელ ბოსკეს რჩეულებს ბარსელონაში “კამპ ნოუზე” შეხვდებიან. “ბლაუგრანას” სტადიონზე ესპანელებმა ბოლოს 1987 წელს ჰოლანდიასთან ითამაშეს.

აღნიშნული მატჩი მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვერ ჩატარდება: თუ რომელიმე გუნდი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში მოხვდება. ინგლისს ოთხი მატჩის შემდეგ E ჯგუფში 12 ქულა აქვს, ხოლო ესპანეთი C ჯგუფში პირველადგილოსან სლოვაკეთს (12 ქულა) 3 ქულით ჩამორჩება და ბურთების უკეთესი მაჩვენებლით უსწრებს უკრაინას.

0.125814