ტურინის “იუვენტუსის” ვეტერანმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ, რომლის თამაშიც ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინაურ მატჩში გერმანული “დორტმუნდის” წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გამოცემა “ტუტოსპორტს” განუცხადა, რომ ოთხშაბათს მოედანზე გასვლას შეძლებს.
“დორტმუნდთან ვითამაშებ” – თქვა 35 წლის ფებხურთელმა.
ანდრეა პირლო ორ კვირაზე მეტია რაც დაშავებულია. “დორტმუნდისა” და “იუვენტუსის” მატჩი კი 18 მარტს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.