ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის “ტოტენჰემის” მარცხენაფლანგელი დანი როუზი ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის როი ჰოჯსონის გადაწყვეტილებას ელის. ინგლისელმა სპეციალისტმა მარტის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა შემდეგ კვირას უნდა დაასახელოს.
იმ შემთხვევაში თუ ჰოჯსონი დანი როუზს არ გამოიძახებს, 24 წლის მცველმა შესაძლოა იამაიკის ნაკრებს მიაშუროს. ფეხბურთელს ინგლის-იამაიკის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და კარიბის ზღვის ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ როუზს უკვე შესთავაზა ეროვნულ ნაკრებში თამაში.
აქვე ცნობილია, რომ ჰოჯსონის რჩეული უკანახაზელი, ლივერპულის “ევერტონის” ფეხბურთელი ლეიტონ ბეინსი ტრავმირებულია, კიერან გიბსი და ლუკ შოუ “არსენალსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” კარგად ვერ ასპარეზობენ და შესაბამისად როუზის შანსები ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის იზრდება.
ინგლისელ სპეციალისტს იამაიკური წარმოშობის ფეხბურთელი მიმდინარე სანაკრებო სეზონის დასაწყისში შვეიცარიასთან და ნორვეგიასთან შემადგენლობაში კი ჰყავდა, მაგრამ არ გამოუყენებია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პირველი ტრანსფერი არ არის...პირველი მარკო სტორარის ბომბა ტრანსფერი იყო...
იმედია სუსოს წყალი გადაესხმება
საღოლ იმ ბებერ გალიანის ეს მაინც რო მოახერხა.სადამდე მიიყვანა გუნდი ბერლუსკონიმ რო დეულოფეუს ტრანსფერი,რომელიც ევერტონის ძირითადშიც ვერ ხვდება მაინც გასახარია.forzca milan!!!