ფეხბურთი

14:12 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბას დოსტი გუს ჰიდინკის რჩეულთა სიაში

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა მარტის სანაკრებოს მატჩებისთვის გაფართოებული 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეროვნულ ნაკრების მაისურით პირველად ითამაშებს გერმანული “ვოლფსბურგის” თავდამსხმელი ბას დოსტი. ფეხბურთელს ბოლო პერიოდში გოლი გოლზე გააქვს და მისი გამოძახება მოულოდნელობა არც გახლდათ.

გუს ჰიდინკმა ნაკრებში დააბრუნა ელჯერო ელია. “საუთჰემპტონის” თავდამსხმელმა ბოლოს “ნარინჯისფერების” რიგებში 2012 წელს ითამაშა. გაფართოებულ სიაში “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი რობინ ვან პერსი ტრავმის გამო ვერ მოხვდა.

ჰოლანდიელი სპეციალისტის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: იასპერ სილესენი (“აიაქსი”), ტიმ კრული (“ნიუკასლი”, ინგლისი), კენეტ ვერმერი (“ფეინოორდი”), იერონ ზოეტი (პსვ).

მცველები: ჯეფრი ბრუმა (პსვ), სტეფან დე ვრიი (“ლაციო”, იტალია), დარილ იანმაატი (“ნიუკასლი”, ინგლისი), ბრუნო მარტინს ინდი (“პორტუ”, პორტუგალია), სვენ ვან ბიკი (“ფეინოორდი”), გრეგორი ვან დერ ვილი (პსჟ, საფრანგეთი), რიკარდო ვან რინი, ჟოელ ველტმანი (ორივე “აიაქსი”), რონ ვლაარი (“ასტონვილა”, ინგლისი), იეტრო ვილემსი (პსვ).

ნახევარმცველები: იბრაჰიმ აფელაი (“ოლიმპიაკოსი”, საბერძნეთი). დალეი ბლინდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ჟორდი კლასიე (“ფეინოორდი”), ნაიჯელ დე იონგი (“მილანი”, იტალია), უესლი სნეიდერი (“გალათასარაი”, თურქეთი), ჟორჟინიო ვეინალდუმი (პსვ).

თავდამსხმელები: ლუკ დე იონგი, მემფის დეპაი, ლუჩიანო ნარსინგი (სამივე პსვ), ბას დოსტი (“ვოლფსბურგი”, გერმანია), ელჯერო ელია (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), კლას-იან ჰუნტელაარი (“შალკე”, გერმანია), ქუინსი პრომესი (“სპარტაკი”, რუსეთი), არიენ რობენი (“ბაიერნი”, გერმანია).

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები 28 მარტს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს შინ თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო სამ დღის შემდეგ ასევე შინ ესპანეთის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად გაეჯიბრება.

0.137599