ფეხბურთი

12:05 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის სამუშაო დაცულია

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, იტალიელი სპეციალისტის, კარლო ანჩელოტის მომდევნო კვირებში შესაძლო დათხოვნის შესახებ ჭორები უარყო.

“სამეფო გუნდის” ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის ფონზე მწვრთნელის შეცვლის თემამ ევროპულ მედიაში დიდი პოპულარობა შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, ანჩელოტის ნაცვლად “რეალი” შესაძლოა “ბლანკოსის” სარეზერვო გუნდის თავკაცმა ზინედინ ზიდანმა ჩაიბაროს.

“რეალის” პრეზიდენტი კი აპენინელს ნდობას უცხადებს: “კლუბი გუნდის მწვრთნელს და ფეხბურთელებს სრულ ნდობას უცხადებს. რაც არ უნდა მოხდეს, მომდევნო კვირებში ანჩელოტი “რეალის” მწვრთნელად დარჩება.”

პრიმერადივიზიონის გათამაშების ცხრილში მადრიდელები “ბარსელონას” ერთი ქულით ჩამორჩებიან. ანჩელოტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “შალკესთან” განმეორებით შეხვედრაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3:4 დამარცხდა და ვინაიდან სტუმრად “ხუმარებისთვის” 2:0 ჰქონდა მოგებული შემდეგ ეტაპზე გავიდა.

0.115616