ქართველი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე ტრავმის გამო კიდევ მინიმუმ 2 თვე ვერ ითამაშებს და ვარჯიშის განახლებას მაისის ბოლოს თუ შესძლებს. აღნიშნულის შესახებ ყაზანის “უნიკსის” ვიცე-პრეზიდენტმა ოლგა ახსანოვამ განაცხადა.
“სამწუხაროდ, სანიკიძე ჯერჯერობით არ მომჯობინებულა. ის ვარჯიშს მაისის მიწურულს ან ივნისის დასაწყისში თუ მოახერხებს”.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფორვარდმა მხრის ორთავა კუნთის მყესი ტრავმა იანვარში მიიღო და თავდაპირველი ვერსიით, 1 თვის თავზე საქმეს უნდა დაბრუნებოდა, თუმცა, სიტუაცია შეიცვალა.
სანიკიძე რუსულ კლუბში მიმდინარე სეზონის წინ ესპანური “სარაგოსადან” გადაბარგდა და ბოლო პერიოდში, გუნდის რუსი მწვრთნელის ევგენი პაშუტინის ხელში არცთუ დიდი სათამაშო დრო ჰქონდა.