ფეხბურთი

21:18 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოროზიამ “სტაბეკში” ითამაშა

ნორვეგიის ელიტსერიენ ლიგის მონაწილე “სტაბეკმა” ამხანაგური მატჩი “ბოდო გლიმტის” წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში “ბოდო გლიმტის” ფეხბურთელმა ფურებოტნიმ 28-ე წუთზე გახსნა, 64-ე წუთზე კი ბენცსიკიმ გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

სტაბეკელთა დამრიგებელმა ბობ ბრედლიმ გიორგი გოროზია სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა, შესვენების შემდეგ კი მცირე დაზიანების გამო მინდორზე არ გასულა.

ნორვეგიის ჩემპიონატი 6 აპრილს იღებს სტარტს. “სტაბეკი” პირველ ტურში “ჰაუგესუნდს” მასპინძლობს.

0.11549