ფეხბურთი

19:50 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დემიჩელისმა “სიტისთან” ახალი ხელშეკრულება დადო

არგენტინის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მარტინ დემიჩელისმა “მანჩესტერ სიტისთან” მოქმედი კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია “ქალაქელთა” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

34 წლის მცველი “ეტიჰად სთედიუმზე” 2016 წლის 30 ივნისამდე დარჩება. წინა ხელშეკრულებას ყავლი მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდიოდა.

მარტინი ინგლისურ კლუბს 2013 წელს შეუერთდა მადრიდის “ატლეტიკოდან”. მიმდინარე სეზონში მან 30 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.115422