საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ, ნორვეგიის “სტაბეკის” ნახევარმცველი გიორგი გოროზია ბოსნიისა და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებებთან ჩასატარებელი ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა.
მიმდინარე წლის აპრილში, ჩივაძის შეგირდები შეკრებას თურქეთში გაივლიან, სადაც ბოსნიასთან და უკრაინასთან ისპარინგებენ. 21-წლამდელთა თავკაცი შეკრებაზე მიწვეულთა სრულ შემადგენლობას მოგვიანებით დაასახელებს.
19 წლის გოროზია ნორვეგიის ელიტსერიენში მოასპარეზე “სტაბეკში” შარშან ზაფხულში გადავიდა და 4 მატჩი ჩაატარა.
ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ქართველი 21-წლამდელები მე-6 ჯგუფში ესპანეთთან, ხორვატიასთან, შვედეთთან, ესტონეთთან და სან-მარინოსთან მოხვდნენ.