ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს, უზბეკეთის საფეხბურთო უმაღლესი ლიგაში ახალი სეზონი საშინაო ფრით დაიწყო.
ტაშკენტელებმა პირველ ტურში “ალმალიქი” მიიღეს და დაპირისპირება 1:1 დასრულდა. მასპინძლებმა გოლი 36-ე წუთზე გაუშვეს და ანგარიში 88-ე წუთზე გაათანაბრეს. მახარაძემ 90 წუთი ითამაშა.
უზბეკეთის მოქმედი ჩემპიონის 27 წლის კაპიტანი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ 25 მარტს მალტასთან ამხანაგური მატჩისთვის და 29 მარტს ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში გერმანიასთან დაპირისპირებისთვის შეკრებაზე გამოიძახა.