ფეხბურთი

17:41 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩიხრაძე “სიმურგთან” ერთად ევროპა ლიგას უმიზნებს

ზაქათალის “სიმურგის” მთავარ მწვრთნელს გიორგი ჩიხრაძეს უეფას ევროპა ლიგაზე თამაში სურს. “ჩვენ ამოცანად ევროპა ლიგაში მოხვედრა დავისახეთ. “ამერთან” ერთად საქართველოს თასი ორჯერ მოვიგე და ეს კარგი შეგრძნებაა. მსურს, იგივე კვლავ განვიცადო”, - განაცხადა ჩიხრაძემ ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან საუბარში.

“სიმურგმა” აზერბაიჯანის საფეხბურთო თასის 1/4-ფინალის პირველ მატჩში “გაბალა” 3:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს.

0.120166