როგორც Daily Mirror იუწყება, “ტოტენჰემი” იტალიელი ფორვარდის სიმონე ძაძას შეძენას გეგმავს. ფეხბურთელის აგენტ კრისტიან მაიფრედი აცხადებს, ინგლისურ კლუბს ძაძას შეძენა 2013 წლის ზაფხულშიც სურდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა და ფორვარდმა კონტრაქტი “სასუოლოსთან” გააფორმა.
სიმონე ძაძა წარმატებულ სეზონს ატარებს. “სასუოლოს” მაისურით სერია A-ს მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. “სასუოლო” 29 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილზე იმყოფება.
23 წლის ფორვარდის საფეხბურთო კარიერა 2008 წელს “ატალანტაში” დაიწყო, შემდეგ თამაშობდა “სამპდორიას,” “იუვე სტაბიას,” “ვიარეჯოსა” და “ასკოლის” რიგებში. მცირე ხნით ძაძა ტურინის “იუვენტუსის” საკუთრება იყო, 2013 წლიდან კი “სასუოლოს” მოთამაშეა.