ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა, რომელიც იტალიის ქალაქ სოლარინოში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, ასპარეზობას მერვედფინალში გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ შაფათავამ საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ მარტა ბელუჩოს 6:4, 6:0 სძლია, დღეს კი, კიდევ ერთ იტალიელ სტეფანია რუბინისთან 1:6, 6:7 (6:8) დამარცხდა.
უფრო ადრე, სოფო წყვილთა შეჯიბრსაც დაემშვიდობა.