რაგბი

14:08 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყველა ბილეთი გაყიდულია!

საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებთა მატჩზე, რომელიც შაბათს, მიხეილ მესხის სტადიონზე 17 საათზე გახლავთ დაგეგმილი, ყველა ბილეთი გაყიდულია.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის ცნობით, თამაშზე დასასწრები ბოლო ბილეთი სულ ცოტა ხნის წინ, 13:25 საათზე იქნა რეალიზებული.

ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ 14 მარტს მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე მობრძანდეთ “მესხის სტადიონზე”, რათა “ბორჯღალოსნებს” გავსებული ტრიბუნები დავახვედროთ.

მივიდეთ ჩვენი გუნდის საქომაგოდ, ერთად ვიმღეროთ ჩვენი ჰიმნი და ამით, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მე-19 შეხვედრა დაუვიწყარი გავხადოთ.

0.11518