საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 15 მარტს უშუში საქართველოს მე-12 ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება.
ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის, ბათუმის, ქობულეთის, ფოთის, მარტვილის, ქუთაისის, თერჯოლის, რუსთავის, დედოფლისწყაროს, თელავის, მარნეულის, ბორჯომის ნაკრები გუნდები.
შეჯიბრი ჩატარდება სპორტსაზოგადოება მართვეს დარბაზში (ნაძალადევის რაიონი, ცოტნე დადიანის #134, (ყოფილი შრომითი რეზერვები).
ჩემპიონატი 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 14:00 საათზე.
საქართველოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, შედგება ეროვნული ნაკრები გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური