ჩოგბურთი

0:33 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას მარცხი წყვილთა ტურნირზე

სოფო შაფათავა იტალიის ქალაქ სოლარინოში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირის წყვილთა შეჯიბრს გამოეთიშა.

შაფათავა და ფინელი მია ნიკოლ ეკლუნდი მეოთხედფინალში მე-2 ნომრად განთესილ ფრანგებს – რამიალსონს და სიბილეს გაეჯიბრნენ და 3:6, 6:2, 7:10 დამარცხდნენ.

ერთეულთა ტურნირში პირველ ნომრად განთესილმა სოფო შაფათავამ პირველი რაუნდი იოლად დასძლია, მერვედფინალში კი იტალიელ სტეფანია რუბინის გაეჯიბრება.

ეს მატჩი 12 მარტს ჩატარდება.

0.119435