საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, 12 მარტს ჰოლანდიაში ელიტ რაუნდში ჩაებმება.
კენჭისყრის შედეგად, ტყებუჩავას შეგირდები მე-3 ჯგუფში მოხვდნენ, სადაც პაექრობა ჰოლანდიასთან, ბელგიასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოუწევთ. საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელი პერიოდი გერმანიაში გაიარა და 11 მარტს დილას ჰოლანდიაში გაემგზავრა. ტყებუჩავას შეკრებაზე 20 ფეხბურთელი ჰყავდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ელიტ რაუნდში განაცხადში მხოლოდ 18 მოთამაშის შეყვანა შეიძლება, ერეკლე მალაზონიას და თორნიკე მუზაშვილს სახლში დაბრუნება მოუწიათ.
ელიტ რაუნდში ქართველი 17-წლამდელები ასეთი შემადგენლობით ითამაშებენ:
მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი (“საბურთალო”), ლევან ისიანი (“დინამო”)
მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა “დინამო”), გიორგი ბერძენაძე (“ტორპედო”), ომარ ბულუხაძე (“საბურთალო”), თორნიკე ჭურაძე (“ზესტაფონი”).
ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გაგა კუხიანიძე (ყველა “საბურთალო”), ვატო არველაძე (“ქასიმფაშა”, თურქეთი), აკაკი ყურაშვილი („დინამო“ თბილისი), რატი არდაზიშვილი, დავით სამურკასოვი (ორივე “ლოკომოტივი”)
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (“ლოკომოტივი”), ირაკლი ბუღრიძე (“დინამო”), გიორგი გვასალია (“ვიტ ჯორჯია”).
ელიტ რაუნდის მატჩების განრიგი:
12 მარტი
საქართველო – ჰოლანდია 22:00 (თბილისის დროით)
ბელგია – ჩრდილოეთ ირლანდია 19:00
14 მარტი
საქართველო – ბელგია 17:00
ბელგია – ჰოლანდია 22:00
17 მარტი
საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია 22:00
ბელგია – ჰოლანდია 22:00
ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც წელს პირველად 16-გუნდიანი იქნება, ელიტრაუნდის 8 ჯგუფიდან პირველადგილოსნები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი მოხვდებიან. მათ მასპინძელი ბულგარეთი დაემატება. ტურნირი 6-22 მაისს ბულგარეთში ჩატარდება.