ფეხბურთი

21:33 | 11.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად სიჭინავა არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ტელეკომპანია "TV Sport-ის" გადაცემა "მთავარ თემაში" განაცხადა, რომ ის არ აპირებს ფეხბურთის ფედერაციის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

"არ მაქვს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის დაყენების სურვილი. როცა ფედერაციის პრეზიდენტი აღარ ვიქნები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთიდან წავალ. მაქვს საშუალება და სურვილი, რომ ვიყო რაღაც ფორმით ფეხბურთში" – განაცხადა ზვიად სიჭინავამ, რომელსაც არჩევნების თარიღი არ დაუკონკრეტებია.

მისი თქმით, არჩევნების გამართვა აგვისტოში თბილისში დანიშნულ ევროპის სუპერთასის მატჩამდე გამორიცხულია, მაგრამ 2015 წელს აუცილებლად ჩატარდება.

0.132381