ინგლისური “ლივერპული” რომის “ლაციოს” შემტევ ნახევარმცველს ფელიპე ანდერსონს აკვირდება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, მერსესაიდული გრანდის ხემძღვანელობამ “ლაციოს” უკანასკნელ შეხვედრაზე სკაუტები გაგზავნა, რათა ბრაზილიელი მოთამაშე საქმეში ენახათ. “ფიორენტინასთან” მოგებულ (4:0) მატჩში ანდერსონმა კარგად ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია. სკაუტები კი მისი ასპარეზობით კმაყოფილნი დარჩნენ და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მის დამატებას ეცდებიან. “წითლები” მზად არიან, რომ ფელიპეში 20 მილიონი ფუნტი გაიღონ.
21 წლის ბრაზილიელს “არწივებთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და
მიმდინარე სეზონში მან 23 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 8-ჯერ გუნდელებს გაატანინა.