ფეხბურთი

20:36 | 11.03.2015 | ნანახია NaN - ჯერ

მიხაილოვიჩს ბალოტელის გაწვრთნა სურს

მიმდინარე სეზონს წარმატებულად ატარებს გენუის “სამპდორია”. ლიგურიელთა ასეთი კარგი ასპარეზობა კი დიდწილად გუნდის სერბი სპეციალისტის სინიშა მიხაილოვიჩის დამსახურებაცაა. მიხიალოვიჩმა “კორიერე დელო სპორტთან” საინტერესო თემებზე ისაუბრა.

მიმდინარე სეზონზე....

“სეზონის წინ მე ვთქვი, რომ ცხრილის პირველ ნაწილში ვიქნებოდით. მართალი აღმოვჩნდი. მომდევნო 4-5 თამაში საბოლოოდ გაარკვევს ჩვენს ამბიციებს”.

საჩუქრის გარეშე ვერაფერს მოიგებ, მაგალითისთვის იუგოსლავიაც კმარა...

“მითამაშია იუგოსლავიის ნაკრებში, რომელიც ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ გამარჯვებისთვის მარტო ვარსკვლავები არაა საკმარისი. საჩუქრების და დისციპლინის გარეშე წარმატების მიღწევა რთულია”

“სამპდორიას” მომდევნო მეტოქე “რომა” და ფრანჩესკო ტოტი...

“ფიზიკურად ისევ კარგ ფორმაშია. ბაჯოსთან ერთად იგი იტალიის ბოლო 30 წლეულის საუკეთესო ფეხბურთელია. მაგრამ 38 წლის ასაკში მაინც არის განსხვავება”.

მომავლის შესახებ...

“ამბიციური ვარ და დიდ გუნდში მუშაობა მსურს. თუნდაც უცხოეთში, მაგრამ ჩემი სურვილი იტალიაში მუშაობაა. “მილანის” დაინტერესებაზე არაფერი მსმენია. მაგრამ “რომაზე” აზრს შევიცვლი. მათ რამდენიმე წლის წინ უარი ვუთხარი”.

ბალოტელის გაწვრთნა...

“დიდი ფეხბურთელების გაწვრთნა მომწონს და მას სიამოვნებით გავწვრთნიდი. თუ ფერერო (“სამპდორიას” პრეზიდენტი – ავტ) მის შეძენაზე მკითხავს – ვუპასუხებ, დიახ”.

“სამპდორია” მიმდინარე სეზონში 26 ტურის შემდგომ 42 ქულით ფლორენციის ფიორენტინასთან” ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს.


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:23 | 17.06.2015
gerard888 (1536)

მიდი სინიშა უნდა დააბრუნო ძველი როსონერი.

20:40 | 16.06.2015
sabonis (9584)

ეს დანიშვნა მაინც დროებითი მგონია, ანჩელოტიმ ერთწლიან შვებულება აიღო ჩამრთელობის გამო და ერტი წლის მერე, ანჩელოტი დაბრუნდება ასე მგონია.

20:10 | 16.06.2015
FC Barcelona 2015 (734)

კარგი მწვრთნელი სჭირდებათ, სინიშა ასეთი არაა, 1 წელი დაკარგეს

20:09 | 16.06.2015
FC Barcelona 2015 (734)

ბიჭი შემეძინა დღეს

19:13 | 16.06.2015
BEERTRANCE (97819)

ვნახოთ აბა რა გამოუვა

18:42 | 16.06.2015
arturi-baierni (24493)

სინიშა მომწონს კარგი სამუშაო გასწია სამპაში ყოველთვის მწყინს ასეთი გუნდების აღზების მერე მწვრთნელები რომ მიდიან ის ის გუნდები ისევ დაბლა ეშვებიან რატომ მიდი რა კიდევ გააგრძელე რაღაც სიახლე დაგვანახეთ გულშემატკივარს მოგვწყინდა ამდენი სულ იუვე,მილანი,ინტერი,რომა და ერთი და იგივე სახელები ახლის გამოჩენას ყოველთვის მივესალმები როგორიც სამპა ფიორე უდინე ა.შ....

17:27 | 16.06.2015
CopyLink (152)

საინტერესო სტატიაა საქართველოს ნაკრებზე
0?'>https://comeherecome.wordpress.com/2015/06/16/%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98/':'>https://comeherecome.wordpress.com/2015/06/16/%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98/'))

17:09 | 16.06.2015
ManUtdFan (278)

ამ მილანს ხო არ დაადგა საშველი ცხრა მწვრთელი გამოიცვალეს ორ წელში

16:08 | 16.06.2015
maradona86 (144)

ჩემის აზრით სინიშაც დროებითი მწვრთნელი იქნება, იმედია საბოლოოდ მოვა მაღალი დონის სპეციალისტი და ნამდვილი მილანელი !

15:52 | 16.06.2015
ika_juve (1742)

ინძაგი არ იყო მზად ამხელა გუნდით მწვრთნელობის დაწყების.... ახალგაზრდების გაწვრთნა და მთავარი გუნდი სულ სხვაა

15:51 | 16.06.2015
sabonis (9584)

მალე დაბრუნება მილანს გრადებში.

15:50 | 16.06.2015
Alex1212 (310)

ჯარიმების შესრულებაში ბადალი არ ჰყავდა

14:58 | 16.06.2015
BATIGOLI 9. (4375)

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ინძაგი აზრზე არაა ჯერ მწვრთნელობის.იმედია მომავალში ბევრ რამეს ისწავლის!
მართალია გაპარტახებულია გუნდი,მაგრამ ისეთი ცუდი შემადგენლობაც არ ჰყავდა რომ მეათე ადგილზე გასულიყო.მასზე გაცილებით ცუდი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა გაასწრეს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.074073