ფეხბურთი

18:13 | 11.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუჯირი: “პროგრამა მინიმუმი ევროსაგზურის მოპოვებაა”

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალური სტადიის კენჭისყრის შემდეგ “მსოფლიო სპორტი” “სამტრედიას” სპორტულ დირექტორ დავით მუჯირსა და “ცხინვალის” აღმასრულებელ დირექტორ დავით ცაბაძეს გაესაუბრა.

“სამტრედიას” ფინალის საგზურისთვის ბრძოლა საჩხერის “ჩიხურასთან” მოუწევს, ხოლო “ცხინვალი” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირება.

“ოთხივე გუნდი, რომლებმაც თასის ნახევარფინალურ სტადიამდე მოაღწიეს, ჩემპიონატში საპრიზო სამეულისთვის იბრძვის, ამიტომ დღეს მეტოქედ სუსტ გუნდს არ ველოდი. ამის გათვალისწინებით, პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა ვის გვარგუნებდა წილისყრა.” - აღნიშნა დავით მუჯირმა.

“კონკრეტული მატჩები გადაწყვეტენ ფინალის საგზურის ბედს. ვიმედოვნებ ამ დაპირისპირებაში “სამტრედია” უკეთესი გუნდი აღმოჩნდება.”

“სეზონის დაწყებამდე დავაანონსეთ, რომ ჩვენს მიზანს ევროტურნირების საგზურის მოპოვება წარმოადგენს. დღესდღეობით შესაძლებელია, როგორც თასის გათამაშებიდან, ასევე ეროვნული ჩემპიონატიდან მოვახერხოთ მიზნის მიღწევა. “სამტრედია” თასის გათამაშების პარალელურად სამეულისთვის იბრძოლებს, ეს არის ჩვენი პროგრამა მინიმუმი.”

“რა თქმა უნდა როცა ნახევარფინალში ხვდები, ბუნებრივად ჩნდება ფინალში მოხვედრის სურვილი. იგივეს შეეცდებიან “დინამო” და “ცხინვალი.” ფინალში საუკეთესოები მოხვდებიან და იმედი მაქვს ჩვენს კონკრეტულ დაპირისპირებაში საუკეთესო სამტრედია იქნება” – დაასრულა “სამტრედიას” სპორტულმა დირექტორმა.

“უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ “ცხინვალი” მეორედ გავიდა თასის გათამაშების ნახევარფინალში. პირველ შემთხვევის მსგავსად ჩვენი მეტოქე ამჯერადაც “დინამოა.” მაშინ დავმარცხდით, იმ დროს “დინამოს” მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა იყო, რომელიც დღესდღეობით ჩვენს გუნდში მუშაობს. რა შემიძლი ვთქვა, მეტოქედ ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდი გვერგო. ჩვენთვის დიდი პატივია “დინამოს” წინააღმდეგ თამაში, თუმცა ვიტყოდი, რომ თასის ნახევრფინალი ის ეტაპია, სადაც სუსტი მეტოქე არ არსებობს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ფინალის საგზურის მოპოვებას და დავამტკიცებთ, რომ “ცხინვალი” არავისთან არ არის აუტსაიდერი. ჩვენ ორივე ფრონტზე ვიბრძვით და ვნახოთ რა შედეგით დავასრულებთ სეზონს”- განაცხადა “ცხინვალის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ცაბაძემ.

0.130815