სხვა

14:03 | 11.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ქართული” დღე ოსაკაში

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის სუპერტურნირის მე-4 დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. წლევანდელ ჰარუ ბაშოზე პირველად მოხდა, რომ როგორც ტოჩინოშინმა, ისევე – გაგამარუმ, დოჰიო გამარჯვებულებმა დატოვეს.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ, ერთადერთი მარცხის წილ მე-3 გამარჯვება (სუკუინაგეთი) აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ტაკაიასუსთან იზეიმა. თავად ქართველი სუმოისტი დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით ირჯება, მომდევნო შერკინებას კი დასავლეთის მე-6 მაეგაშირა – ბრაზილიელ კაიესთან გამართავს.

თანაბარ ბალანსზე (2 მოგება, 2 მარცხი) გავიდა თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ, რომელიც გაზაფხულის სუპერტურნირს დასავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა და წაფორხილების უფლება აღარ აქვს, თორემ ძურიოში დაბრუნებას ვერ გადაურჩება. ქართველმა გოლიათმა ძურიოს პირველ ნომერ ჩიოტაირიუს ოშიდაშით სძლია.

ჰარუ ბაშოს მე-5 დღეს გაგამარუს პირისპირ დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ჩიომარუ დადგება, რომელსაც ასევე 2-2 მოგება-წაგება გააჩნია.

ამ დროისთვის, მარტის სუპერტურნირს 8 დაუმარცხებელი მონაწილე ჰყავს, რომელთა შორის იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკები – გოეიდო და კოტოშოგიკუც იმყოფებიან, იოკოძუნა ჰარუმაფუჯის აქტივში კი 3 გამარჯვებაა.

მარტის ბაშოს მე-4 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 0:09-დან, ტოჩინოშინის - 5:45-დან

0.11737