ფეხბურთი

12:44 | 11.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალისტები მეორე შესარჩევი ეტაპისთვის ემზადებიან

საქართველოს ფუტსალისტთა ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპისთვის სპორტკომპლექს “არენა 1”-ში ემზადება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალიკ სარქისიანმა შეკრებაზე 19 მოთამაშე გამოიძახა:

მეკარეები: თ.ბუკია, დ.კეფაშვილი, გ.ახობაძე და ნ.ფხაკაძე.

მოედნის მოთამაშეები: ა.სებისკვერაძე, შ.თოფურია, ა.ძაბირაძე, შ.ჭანუყვაძე, გ.ალთუნაშვილი, ნ.ზედელაშვილი, ვ.ჯვარაშვილი, კ.მაისაია, დ.ბობოხიძე, ზ.ლუკავა, ი.თოდუა, გ.ნიშნიანიძე, რონი, გ.ნიკვაშვილი და ლ.კობაიძე.

ფუტსალისტები მეორე შესარჩევ ეტაპს რუმინეთში ჩაატარებენ, სადაც 17 მარტს გაემგზავრებიან.

მე-7 ჯგუფში ქართველთა მეტოქეები რუმინეთი, პორტუგალია და ყაზახეთია. მატჩების განრიგი ასეთია:

18 მარტი

საქართველო – პორტუგალია 16:45 (თბილისის დროით)

რუმინეთი – ყაზახეთი 20:15

19 მარტი

საქართველო – რუმინეთი 20:15

ყაზახეთი – პორტუგალია 16:45

21 მარტი

საქართველო – ყაზახეთი 19:00

პორტუგალია – რუმინეთი 21:30

7 ჯგუფის გამარჯვებულები 2016 წლის 2-13 თებერვალს სერბეთში გასამართ ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან. 7 მეორადგილოსანი და ერთი საუკეთესო მე-3 ადგილის მფლობელი 2015 წლის 15 და 22 სექტემბერს პლეი ოფში ითამაშებენ, რის შედეგად, ევროპირველობის კიდევ 4 მონაწილე გაირკვევა. მასპინძელი სერბეთი ტურნირში ავტომატურადაა დაშვებული.

თეგებიფუტსალი
0.158984