ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა იტალიის ქალაქ სოლარინოში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირში ჩაერთო და წარმატებული სტარტიც აიღო.
ერთეულთა შეჯიბრში პირველ ნომრად განთესილმა შაფათავამ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ მარტა ბელუჩოს 6:4, 6:0 სძლია, მერვედფინალში კი კიდევ ერთ მასპინძელ სტეფანია რუბინის გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში შაფათავა და ფინელი მია ნიკოლ ეკლუნდი სოტილეს და ძირილის იტალიურ დუეტს უნდა გაჯიბრებოდნენ, თუმცა, მეტოქეები კორტზე არ გამოცხადდნენ და ჩვენთვის საინტერესო ტანდემმა მომდევნო ეტაპზე უბრძოლველად გააღწია.
მეოთხედფინალში შაფათავა და ეკლუნდი მე-2 ნომრად განთესილ ფრანგულ წყვილს (რამიალსონი-სიბილე) ეთამაშებიან.