საქართველოს ჩვიდმეტწლამდე ასაკის ხელბურთელთა ოლიმპიურმა ნაკრებმა სლოვენიაში მეორე მატჩი გამართა და 38-35 დაამარცხა ორი წლით წლით უმცროს მასპინძელთა ნაკრები. წინადღით ჩვენები 20-27 დამარცხდნენ სლოვენიის ჩვიდმეტწლამდელთა გუნდთან, რომელიც ქართველებთან ერთად მონაწილეობს ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში, თბილისში, 2015 წლის ივლისში.
სლოვენიაში 5 მატჩია დაგეგმილი - ორი თანატოლთა ნაკრებთან, ორი – 2000 წელს დაბადებულებთან და ერთიც ცელიეს კლუბის ჩვიდმეტწლამდელებთან. უმცროსებთან გამარჯვება საქართველოს ნაკრებს არ გასჭირვებია - ტაიმი 22-14 მოვიგეთ და ყველაზე მეტი, რაც მასპინძლებმა მოახერხეს მეორე ტაიმში, ერთი პირობა ორ ბურთამდე შეამცირეს სხვაობა (29-31). საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო ირაკლი კბილაშვილი - 13 გოლი.
დაგეგმილია კიდევ 3 მატჩი, ნაკრები თბილისში 14 მარტს დაბრუნდება.
10 მარტი, ცელიე. ამხანაგური მატჩი
სლოვენია (15) - საქართველო (17) 35-38
სლოვენია: იუკიჩანი, სტრუმა, ლოგარი - მაკუცი 7, ვინდიშერი 6, პიპი 5, დებელაკი 3, ესენიჩნიკი 3, მული 3, ბელეცი 3, ფარტნერი 2, კუკმანი 1, ვიდმარი 1, პლუტი 1, კუტნარი, ბუჯა - მწ. პოტოკარი, პოლაკი
საქართველო: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი - კბილაშვილი 13, იობაშვილი 9, არსენაშვილი 6, ბულბულაშვილი 2, გაწერელია 2, ტიელიძე 2, მერკვილაძე 2, მაისურაძე 1, მამულაშვილი 1, რუსტამოვი, ზარნაძე, ზაალიშვილი - მწ. თურქია, ქობელაშვილი
მსაჯები: ჰუმეკი, შკვარჩი