მოჭადრაკე ვაჟთა შორის გრან-პრის ტურნირი, რომელიც 4 ეტაპისგან შედგება, დასასრულს მიუახლოვდა. მეოთხე დასკვნით ეტაპს ერთი თვის შემდეგ ხანტი მანსიისკი ( რუსეთი) უმასპინძლებს. ტურნირის წესდებაში თუ რაიმე არ შეიცვალა, გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონობისათვის ბრძოლაში მოქმედ ჩემპიონს მაგნუს კარლსენს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ გრან-პრის გათამაშებაში 16 მოჭადრაკე მონაწილეობს. თითოეულ მათგანს ოთხიდან სამ ეტაპში შეუძლია მონაწილეობა.უკან დარჩა ბაქოს ( აზერბაიჯანი) , ტაშკენტისა ( უზბეკეთი) და თბილისის ( საქართველო) ეტაპები. სამივე ეტაპზე იასპარეზეს და ასპარეზობა უკვე დაასრულეს შახრიარ მამედიაროვმა ( აზერბაიჯანი)- 235 ქულა, თეიმურ რაჯაბოვმა ( აზერბაიჯანი)-210 , დმიტრი ანდრეიკინმა ( რუსეთი) -200, რუსტამ კაზიმჯანოვმა ( უზბეკეთი)-125.
სამი ეტაპის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება:
- ევგენი ტომაშევსკი ( რუსეთი) - 2ეტაპი-252 ქულა
- შახრიარ მამედიაროვი ( აზერბაიჯანი) – 3-235
- ფაბიანო კარუანა ( იტალია)-2-230
- თეიმურ რაჯაბოვი ( აზერბაიჯანი) 3- 210
- ჰიკარუ ნაკამურა(აშშ) 2-207
- დმიტრი ანდრეიკინი ( რუსეთი) 3- 200
- ბორის გელფანდი ( რუსეთი) 2-170
- დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) 2-170
- სერგეი კარიაკინი (რუსეთი) 2-157
10.რუსტამ კასიმჟანოვი ( უზბეკეთი) 3-125
- ალექსანდრე გრიშუკი ( რუსეთი) 2-122
- მაქსიმ ვაშიე ლაგრავი ( საფრანგეთი) 2-115
- ბაადურ ჯობავა ( საქართველო ) 2-115
- ანიშ გირი ( ჰოლანდია ) 2-115
- პიოტრ სვიდლერი ( რუსეთი) 2-102
- ლენიერ დომინგეს პერესი ( კუბა) 2-85