ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია ინტერნეტპორტალ championat.com-ის რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“სესარ ნავასის გვერდით კვირკველია უმაღლესი დონის მცველად გაიზარდა. ამიტომაა, რომ მან “დინამო” დააინტერესა და ევროპული კლუბებიც თვალს ადევნებენ. ის საუცხოო სიმაღლისაა და ამასთანავე, კოორდინირებული და სწრაფია. “არსენალთან” მატჩში თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა. ტულელები ჟინიანად თამაშობდნენ და “რუბინის” მცველებს მუშაობას აიძულებდნენ, მაგრამ კვირკველიას საიმედობამ ყაზანელები გოლის გაშვებისგან დაიცვა. რაც შეეხება სტატისტიკას, “არსენალთან” მატჩში სოლომონმა ბურთი 4-ჯერ ჩაჭრა და 12-ჯერ ამოიტანა. ორივე მაჩვენებლით ის “რუბინში” საუკეთესო იყო”, - იუწყება championat.com-ი კვირკველიას შესახებ.