ფეხბურთი

16:44 | 10.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე კობახიძე: “მეხუთე ადგილისთვის ვიბრძოლებთ”

ლუცკის “ვოლინის” შემტევმა ნახევარმცველმა სანდო კობახიძემ უკრაინის პრემიერლიგის განვლილ ტურში ოდესის “ჩერნომორეცთან” მატჩის შინ ფრედ (1:1) დასრულების მიუხედავად, გუნდი მეხუთე ადგილისთვის მაინც იბრძოლებს.

- “ჩერნომორეცთან” მატჩში ბევრი საგოლე მომენტი შექმენით, მაგრამ ერთი გოლი გაიტანეთ. გუნდს რა დააკლდა?

- მომენტების რეალიზაცია დაგვაკლდა. კარის მიმართულებით 28-ჯერ დავარტყით და ერთი გოლი გავიტანეთ. რა თქმა უნდა, მეტოქის მეკარემ კარგად ითამაშა. სამწუხაროა, რომ 2 ქულა დავკარგეთ. ამის მიუხედავად, მე-5 ადგილისთვის მაინც ვიბრძოლებთ. არ დავივიწყოთ, რომ შესაძლოა “ჩერნომორეცთან” წაგვეგო კიდეც.

- ისე ჩანდა, რომ მატჩის ბოლოს გუნდი ძალიან ჩქარობდა...

- ხშირად ხდება, რომ გუნდი როდესაც ჩქარობს კონსტრუქტიულობა ნაკლებია. განვლილ მატჩში ერიკ ბიკფალვის დარტყმა კატასტროფულად არ წაუვიდა, რადგან ასეთ მომენტებს ვარჯიშებზე “თვალდახუჭული” იყენებს. გატანა 6-ჯერ შეეძლო და ამას ძალიან განიცდის. უკვე “კარპატისთან” მომავალ მატჩზე ვფიქრობთ.

- გუნდის ახალწვეულებს მომავალი თამაშის მნიშვნელობა ესმით?

- რა თქმა უნდა. პრინციპში ყოველი მატჩისთვის ისე ვემზადებით როგორც დერბისთვის. მომავალი თამაშის მოგება ძალიან გვინდა.:

0.115247