ოსაკაში მიმდინარე გაზაფხულის ბაშოს მე-3 დღეს გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა პირველი გამარჯვება იზეიმა, ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი კი პირველად დამარცხდა.
დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ამინიშიკისთან უვატენაგეთი დამარცხდა, ხოლო გაგამარუმ, რომელიც დოჰიოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით გადის, დასავლეთის მე-13 მაეგაშირა სოკოკურაის ოშიდაშით აჯობა.
ჰარუ ბაშოს მე-4 დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ტაკაიასუს გაეჯიბრება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 4:3 ამარცხებს. რაც შეეხება გაგამარუს, იგი ძურიოს პირველ ნომერ ჩიოტაირიუას პირველად დაუპირისპირდება.
ოსაკას ტურნირის 3 დღის თავზე დაუმარცხებელ სეკიტორთა შორის იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკები – გოეიდო და კოტოშოგოკუც იმყოფებიან, იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ კი პირველი მარცხი დასავლეთის პირველ მაეგაშირა იჩინოჯოსთან განიცადა.
მარტის ბაშოს მე-3 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა 0:53-დან, ტოჩინოშინის – 4:45-დან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყველაზე სამარლიანი ჩემპიონატი ჩატარდა წელს საქართველოში გუნდები ზუსტად ისე განაწილდა ადგილებზე როგორც ითამაშეს მთელი სეზონი. დინამო ,დილა, ტორპედო, ჩიხურა წარმატებული გუნდები, დინამო ბათუმი და ფოთის კოლხეთი ამათ მართლა არაფერი ესაქმებოდათ უმაღლესს ლიგაში. თასებზე ყველაზე მეტად დინამოს და დილას მეიმედება, ჩიხურა არ შერცხვება, ტორპედო კიდე შარშან რაც უქნეს აყტობემ იმის მერე მაგათი წარმატება არა მგონია ეგეთი რამე მოხდეს. და კიდე ერთი რაღაც ქართული ფეხბურთი სულ იმის შიშში უნდა იყოს რომელი გუნდი დაიშლება პირველი და რამდენი დაიშლება? ამას უნდა ეშველოს
მე ამის ადგილას რეალში არ გადავიდოდი.პსჟ აშკარად მალე იტყვის თავის სიტყვას ევროპაშI და ალაბთ ერთ-ერთი მოწინავე კლუბიც გახდება მსოფლიო ფეხბურთში.აი რეალი კი მაგარი შარია თუ ჟოზემ ვერ გაქაჩა რეალი იმ დონეზე რაც რეალს ეკადრება დიდი ალბათობით ვერც კარლო იზამს ამაზე მეტს.ასე რომ კარლიტო კაი ადგილას ხარ და ტყუილად თავს ნუ გაიშარავ
)