ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიფორნიაში იმყოფება და ინდიან ველსის პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 7 107 445 დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ეცდება.
BNP Paribas Open-ის საკვალიფიკაციო ტურნირში ბასილაშვილის პირველი მეტოქე მე-6 ნომრად განთესილი გერმანელი ტობიას კამკე იქნება. თუკი ნიკოლოზმა იმარჯვა, 8 სარეიტინგო ქულას მიიღებს და გადამწყვეტ რაუნდში მე-20 რეიტინგის მქონე ვიკტორ ჰანესკუს (რუმინეთი) და ალექს კუზნეცოვს (აშშ) შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
ბასილაშვილის და კამკეს მატჩი მე-3 კორტზე მე-4 წყებაში გახლავთ დაგეგმილი და თბილისის დროით, დაახლოებით დილის 03:30 საათზე (11 მარტს) დაიწყება.