ჩოგბურთი

15:34 | 10.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე ეგვიპტურ ტურნირს გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ ძალები ეგვიპტის კურორტ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე სცადა, თუმცა, შეჯიბრს მალევე გამოეთიშა.

ერთეულთა პირველობის საწყის რაუნდში ცივაძე რუს ალეკსანდერ იგოშინს გაეჯიბრა და 0:6, 3:6 დამარცხდა. წყვილებში გიორგი უკრაინელ დმიტრო ბადანოვთან იყო შეამხანაგებული და მე-2 განთესვის მქონე ესპანურ-ჰოლანდიურ დუეტთან (სერვანტეს უეგუნი-ვერვოორტი) 2:6, 4:6 წააგო.

0.115169