ფეხბურთი

14:13 | 10.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” ტულალანს კონტრაქტს სთავაზობს

იტალიური Rai-ს ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელსა და ამჟამად “მონაკოს” დაცვითი სტილის ნახევარმცველ ჟერემი ტულალანს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

31 წლის ფეხბურთელს “მონაკოსთან” ხელშეკრულების ვადა 2015 წლის ივლისამდე აკავშირებს და შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება. იტალიელებს კი გამოცდილი მოთამაშის ხელში ჩაგდება უფასოდ სურთ.

მიმდინარე სეზონში ტულალანმა 34 მატჩი ჩაატარა და თავი მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.114098