აპენინური პრესის ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ამჟამად “პარმას” თავკაცმა რობერტო დონადონიმ შესაძლოა სერია A-ს ერთ-ერთი აუტსაიდერი “ატალანტა” ჩაიბაროს.
ბერგამოელები დონადონის მწვრთნელობით მოხიბლულნი ყოფილან და იმ შემთხვევაში თუ “ატალანტას” ამჟამინდელი თავკაცი ედოარდო რეია გუნდს სერია A-ს მიღმა დატოვებს, ბერგამოელებს “სკუადრა აძურას” ყოფილი მწვრთნელი ჩაიბარებს.
ჯერჯერობით უცნობია, თანახმაა თუ არა დონადონი სერია B-ში დაქვეითებული გუნდი გაწვრთნას. “ატალანტა” ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზე 24 ქულით იმყოფება და გასავარდნ ზონასთან 4 ქულა აშორებს.
დონადონის “პარმა” კი კრიზისშია, გუნდის ფეხბურთელები ხელფასს ვერ იღებენ და რამდენიმე მატჩი პროტესტის გამო გადაიდო კიდეც. ამგვარად რობერტოს გუნდის დატოვება თითქმის გადაწყვეტილია.