ფეხბურთი

12:01 | 10.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი შესაძლოა ზიდანმა ჩაანაცვლოს

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბოლო დროს მადრიდის “რეალის” წარუმატებელი თამაშის გამო შესაძლოა “სამეფო გუნდის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი გაათავისუფლონ. შემცვლელად კი “ბლანკოსის” სარეზერვო გუნდის თავკაცი ლეგენდარული ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი მოიაზრება.

მადრიდულმა გრანდმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბოლო ორ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა და საბოლოოდ კატალონიის “ბარსელონამ” “რეალს” ქულით გაასწრო. “რეალი” “სამეფო თასსაც” გამოეთიშა.

სეზონის ბოლომდე დრო რჩება, იტალიელ სპეციალისტს კი შანსი აქვს მდგომარეობა გამოასწოროს. საამისოდ “რეალს” ლა ლიგა და უეფას ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ უნდა მოაგებინოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113233