ჭიდაობა

1:07 | 10.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეთა 7 მედალი სოფიიდან

საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა 6-8 მარტს სოფიაში გამართულ პეტკო სილაკოვის და ივან ილიევის სახელობის ტურნირზე.

23-წლამდელთა საერთაშორისო შეჯიბრზე ქართულმა დელეგაციამ 7 მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ავთანდილ კენჭაძე (70 კგ.), ირაკლი მწითური (86 კგ.), რობერტ დინგაშვილი (50 კგ.) და ტარზან მაისურაძე (74 კგ.), ხოლო გიორგი ჩხარტიშვილმა (86 კგ.), როლანდ ანდრიაძემ (125 კგ.) და ლაშა ჯელაძემ (125 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გიორგი გოგშელიძე, დავით ოთიაშვილი და გელა საღირაშვილი წვრთნიან.

0.103043