ლონდონური "კრისტალ პალასი" გლაზგოს "სელტიკის" ცენტრალური მცველით ვირჯილ ვან დიკით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა Sunday Mirror-ი ავრცელებს.
"არწივებს" ვირჯილის თამაშის სანახავად არაერთხელ ჰყავდათ გაგზავნილი სკაუტები და მისი გარჯით კმაყოფილნი დარჩნენ. ისინი ჰოლანდიელის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ეცდებიან. მას შოტლანდიურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და 10 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.
მიმდინარე სეზონში მან "სელტიკის" რიგებში 45 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბრძოლაში წააგეს საკმაოდ ძლიერ გუნდთან ! გამარჯვების დრო დადგა !!!
არ ვარდებაო არავინ ხომ გვამშვიდებდნენ
რა ხდება მარტო წასაგებად შევიდნენ მაგ ლიგაში ? @@