ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ L'equipe-მ ლიგა 1-ის 28-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ხუთი მოთამაშე "მარსელიდან" მოხვდა, რომელმაც პარასკევს გასვლაზე "ტულუზა" გაანადგურა (6:1).
სიმბოლურში სამი ფეხბურთელი ფიგურირებს "ლიონიდან", რომელმაც გუშინ "სტად დე ლა მოსონზე" "მონპელიე" არ დაინდო (5:1).
28-ე ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: ა.ლოპეში ("ლიონი")
მცველები: ალოე, ლემინა (ორივე "მარსელი"), დავიდ ლუისი (პსჟ), პალმიერი ("ბასტია");
ნახევარმცველები: ბურილონი ("რეიმსი"), იმბულა, ა.აიუ (ორივე "მარსელი"), ფეკირი ("ლიონი");
თავდამსხმელები: ბაჩუაი ("მარსელი"), ლაკაზეტი ("ლიონი").