ფეხბურთი

19:20 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" რთული ამოცანის წინაშე

"ოლდ ტრაფორდზე" დღეს ინგლისის ასოციაციის თასის 1/4 ფინალური ეტაპის გამორჩეული შეხვედრა გაიმართება: "მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ.

წყვილში ფავორიტად "იუნაიტედი" მიიჩნევა, რადგან დაპირისპირება ერთრაუნდიანია (თუ ფრედ დასრულდა შეხვედრა, გადათამაშება "ემირათს სთედიუმზე" შედგება) და ისინი შინ თამაშობენ. თანაც, "არსენალისთვის" ლუის ვან გაალის გუნდი ერთ-ერთი ან შესაძლოა ყველაზე უხერხული მეტოქეა. "მეთოფეებმა" დღევანდელი მეტოქე ბოლოს 2011 წლის 1 მაისს დაამარცხეს აარონ რემსის გოლით. მას შემდეგ კლუბებმა შვიდჯერ ითამაშეს ერთმანეთში, საიდანაც ხუთი მატჩი "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ორი შეხვედრა ფრედ. პრემიერლიგის პირველი წრის შეხვედრაც "ემირათს სთედიუმზე" "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით დასრულდა (2:1).

დღევანდელ შეხვედრაში "იუნაიტედს" ტრავმის გამო საუკეთესო ბომბარდირი რობინ ვან პერსი არ ეყოლება, ხოლო ჯონი ევანსი დისკვალიფიცირებულია. სხვა მხრივ, ლუის ვან გაალს შემადგენლობის მხრივ პრობლემა არ აქვს.

რაც შეეხება სტუმართა დანაკლისს, აქ უფრო სერიოზულადაა საქმე. ლონდონელებს ტრავმების გამო აბუ დიაბი, მატიე დებუში, ჯეკ უილშირი, გაბრიელ პაულისტა და მიკელ არტეტა არ ეყოლებათ.

23:45 მანჩესტერ იუნაიტედი - არსენალი

მანჩესტერი, "ოლდ ტრაფორდი"

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1):
დე ხეა, როხო, სმოლინგი, ვალენსია, შოუ, ბლინდი, კერიკი, იანგი, რუნი, დი მარია, ფალკაო.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

არსენალი (4-2-3-1): შესნი, მერტესაკერი, კოშელნი, ბელერინი, გიბსი, კოკლენი, კასორლა, რემსი, სანჩესი, ოზილი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121259