სხვა

19:01 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მე-2 გამარჯვება

ჰარუ ბაშოზე წარმატებული სტარტი აიღო ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა. ის იმ სეკიტორთა შორისაა, რომელთაც ოსაკაში დაწყებულ მარტის სუპერტურნირზე ორივე ორთაბრძოლა მოიგეს.

დღეს, ტოჩინოშინი, რომელიც დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით ირჯება, დასავლეთისვე პირველ მაეგაშირა იჩინოჯოს გაეჯიბრა და იორიკირით დაამარცხა. გორგაძის შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ამინიშიკი იქნება, რომელთანაც ქართველს მინიმალური უარყოფითი ბალანსი (7 მოგება, 8 მარცხი) აქვს.

ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც დოჰიოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულით გადის. ამჯერად, მან დასავლეთის მე-14 მაეგაშირა არავაშისთან იორიკირით წააგო. მე-3 დღეს გაგამარუ ძალებს დასავლეთის მე-13 მაეგაშირა სოკოკურაისთან მოსინჯავს.

ისიც ვთქვათ, რომ იოკოძუნები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი და ოძეკები – კოტოშოგიკუ და გოეიდო უდანაკარგოდ მიდიან, ოძეკი კისენოსატომ კი ორივე გასული შერკინება დათმო, რასაც არავინ ელოდა.

მარტის ბაშოს მე-2 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 1:10-დან, ტოჩინოშინის – 5:58-დან

0.117237