ლონდონური "ვესტ ჰემი" მექსიკის ნაკრების თავდამსხმელის ხავიერ ერნანდესისთვის ბრძოლაში ფავორიტია - იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Star-ი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაში მყოფი ფორვარდი მადრიდის "რეალშია" განათხოვრებული, თუმცა "ბლანკოსში" დამკვიდრება ვერ მოახერხა და სათადარიგოთა სკამზე უწევს ყოფნა. ერნანდესი არცერთი ამ კლუბის გეგმაში არ შედის და ახალი სამუშაო ადგილის ძებნა მოუწევს. "ვესტ ჰემის" გარდა, მისით "ევერტონი" და "სტოკი" ინტერესდებიან.
ჩიჩარიტოს "იუნაიტედთან" მოქმედი ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებს და 8 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.
მიმდინარე სეზონში მან "რეალის" მაისური 19-ჯერ მოირგო და 4-4 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.