ფეხბურთი

16:12 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” და “ლივერპული” კარვალიუში 35 მილიონს იხდიან

The Mirror-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული” “სპორტინგის” 22 წლის ნახევარმცველში ვილიამ კარვალიუში 35 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “მანჩესტერი” ვილიამში 25 მილიონს იხდიდა, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა.

კარვალიუმ მიმდინარე სეზონში “სპორტინგის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ის 2013 წლიდან პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრია, სადაც 11 მატჩი ჩაატარა.

0.117391