ფეხბურთი

11:17 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფეკირი საფრანგეთისთვის ითამაშებს

“ლიონის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა ნებილ ფეკირიმ გადაწყვეტილება მიიღო და ის საფრანგეთის ნაკრების ღირსებას დაიცავს.

21 წლის ფეხბურთელმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დრო ითხოვა. მას არჩევანი საფრანგეთსა და ალჟირს შორის უნდა გაეკეთებინა, რადგან საფრანგეთში დაიბადა, მშობლები კი, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნიდან ჰყავს.

“ლიონის” ახალგაზრდული გუნდის აღზრდილმა ფეხბურთელმა, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096805