“მილანის” მთავარი მწვრთნელის, ფილიპო ინძაგის მომავალი კვლავ გაურკვეველია.
ვარაუდობდნენ, რომ მილანური კლუბის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი კვირას საღამოს ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის შეხვდებოდა და სამომავლო გეგმებს განიხილავდა. თუმცა, Sky Sport Italia-ს ცნობით, ბერლუსკონიმ შეხვედრა გადადო, რათა კარგად შეაფასოს სიტუაცია და ინძაგისთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ მიიღოს.
შაბათს “მილანი” “ვერონას” ფრედ ეთამაშა (2:2) და მოცემული მომენტისთვის სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილამდე დაეშვა.
ინძაგის სავარაუდო შემცვლელად ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი კრისტიან ბროკი სახელდება.





