ფეხბურთი

2:59 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს

ესპანეთის ჩემპიონატს 26-ე ტურის შემდეგ ახალი ლიდერი ჰყავს. მადრიდის “რეალის” ბასკეთში წაბორძიკებით “ბარსელონამ” ისარგებლა, შინ “რაიო ვალეკანო” გაანადგურა და ცხრილს ჩაუდგა სათავეში. კატალონიელებმა საძულველ მეტოქეს ერთი ქულით გაუსწრეს.

შეხვედრის დებიუტი მასპინძელთათვის იდეალური გამოდგა და მე-5 წუთზე ხავის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ლუის სუარესმა ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში გატანა შეეძლო ლიონელ მესის, ხოლო სტუმართაგან ტრაშორასი დაემუქრა ბრავოს კარს.

“ბარსასთვის” მეორე ნახევარიც მშვენივრად განახლდა და 49-ე წუთზე ხერარდ პიკემ სხვაობა გაზარდა. 56-ე წუთზე ხესუს ხილ მანსანომ სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, ხოლო ტიტოს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მადრიდელები გასანადგურებლად გაწირა. ლიონელ მესიმ პირველი ცდით პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა მსაჯმა სტუმრებზე წესების დარღვევა დააფიქსირა და არგენტინელს 11-მეტრიანის ახლიდან შესრულების უფლება მისცა, რომელიც გოლად აქცია. 63-ე წუთზე მესიმ დუბლი გაიფორმა, ხოლო 68-ე წუთზე ჰეთ-თრიკი შეასრულა, ლა ლიგაში 30 გოლი დააგროვა და კრიშტიანო რონალდუს გაუთანაბრდა. ერთადერთი რამ, რაც “ბარსელონასთვის” უსიამოვნო გამოდგა, დანი ალვეშის გაძევებაა, რომელმაც მე-80 წუთზე პენალტი აიკიდა და წითელი ბარათი დაიმსახურა. პენალტი ალბერტო ბუენომ შეასრულა ზუსტად და ანგარიში დაასველა, ხოლო 91-ე წუთზე სუარესმა დუბლი შეასრულა და “ვალეკანოს” წვალებას წერტილი დაუსვა – 6:1.

სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადმა” “ანოეტაზე” კატალონიური “ესპანიოლი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი სერხიო კანალესმა კიკო კასილიას უხეში შეცდომის შემდეგ გაიტანა 38-ე წუთზე - 1:0.

“ვილიარეალმა” ვიგოს “სელტას” უმასპინძლა და “ბარსელონასთან” სათასო მარცხის ჯავრები იყარა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი ჯოვანი დოს სანტოსისა და მატეო მუსაჩიოს გოლებით მოიგეს. მეორე ტაიმი სტუმართათვის კარგად დაიწყო და 50-ე წუთზე აუგუსტო ფერნანდესმა ერთი ბურთი გაქვითა. “ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” ყურადღება აღარ მოადუნეს და მეტოქეს ბურთი მოედნის ცენტრისკენ კიდევ ორჯერ წამოაღებინეს. 73-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლუსიანო ვიეტომ იხეირა, ხოლო შეხვედრას წერტილი ხერარდ მორენომ დაუსვა 84-ე წუთზე.

ტურის ცენტრალური შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე” შედგა, სადაც “ატლეტიკომ” “ვალენსიას” უმასპინძლა. გამარჯვებული გუნდი საჩემპიონო ბრძოლაში ერთვებოდა, ამიტომაც ორივე გუნდი გაორმაგებული ყურადღებით თამაშობდა დაცვაში და ძალიან ცოტა მომენტი იქმნებოდა. პირველ ნახევარში ერთადერთი სახიფათო ეპიზოდი შეიქმნა და ისიც გატანილი გოლით დასრულდა. 33-ე წუთზე მასპინძლებმა სტანდარტული მდგომარეობიდან ჩააწოდეს, ფერნანდო ტორესმა საჯარიმოში თავით შეაგდო ბურთი, ხოლო ტიაგომ მკერდით კოკეს დაუგდო ბურთი, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარიც ანალოგიურად წარიმართა. ხისტი, უხეში, ფრთხილი და ჩაკეტილი თამაში ორივე გუნდის მხრიდან. შეხვედრის მთავარ მსაჯს სანტიაგო ხაიმე ლატრეს 13-ჯერ დასჭირდა ჯიბიდან ყვითელი ბარათი ამოღება და ერთ შემთხვევაში გაფრთხილება წითელ ბარათადაც იქცა. “ატლეტიკოს” ერთადერთი სახიფათო მომენტი კვლავ სტანდარტულ სიტუაციას მოგყვა, გაბიმ კუთხური მოაწოდა, დიეგო გოდინმა მეკარის საჯარიმოში ჩააბრუნა ბურთი, სადაც ყველას ტიაგომ დაასწრო, მაგრამ დაახლოებით სამი მეტრიდან ხარიხას გაარტყა. გამოუყენებელი მომენტისთვის მადრიდელები დაისაჯდნენ, 78-ე წუთზე “ვალენსიამაც” შექმნა სახიფათო ეპიზოდი, რომელიც ასევე სტანდარტულს მოჰყვა და გოლით დასრულდა. დანიელ პარეხომ კარგად აჭრა ბურთი, რომელიც მეტოქი კარში ჩაეშვა. ბურთის ტრაექტორიამ მიგელ ანხელ მოია დააბნია და ცხვირწინ მოიგერია ბურთი, სადაც ყველას შკოდრან მუსტაფიმ დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1. “ატლეტიკოს” 55 ქულა აქვს, ხოლო “ვალენსიას” 54.

ბარსელონა – რაიო ვალეკანო 6:1 (1:0)


ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მატიე, ალვეში, ალბა (ადრიანო 69), მასკერანო (რაკიტიჩი 60), ხავი, ინიესტა (რაფინია 65), პედრო, ლ.სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ.ალვარესი, ბა, ამაია, ტიტო, ინსუა, ხოზაბედი (ქუინი 65), ტრაშორასი, კაკუტა, ბუენო, ლიკა (აკინო 69), ბაპტიშტაო (მანუჩო 81).
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 1:0;6:1 ლ.სუარესი (5;91), 2:0 პიკე (49), 3:0;4:0;5:0 მესი (56;63;68), 5:1 ბუენო (81 პენ).
გაფრთხილებები: მასკერანო, ალბა, ადრიანო – ტიტო, ტრაშორასი, აკინო
გაძევებები: ტიტო (54), ალვეში (80).
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 19(12)-7(3), ჯარიმა: 13-11, კუთხური: 4-1, თამაშგარე: 5-2, სეივი: 2-6

სოსიედადი – ესპანიოლი 1:0 (1:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ანსოტეგი, ი.მარტინესი, ბერჩიჩი, ზალდუა, გრანერო (ბერგარა 74), პარდო, ჩ.კასტრო (ჰერვასი 74), პრიეტო, კანალესი, აგირეჩე.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ესპანიოლი (4-4-2): კასილია, ჰ.მორენო, ალვარო, არბილია (სტუანი 76), დუარტე, ვ.სანჩესი (მონტანესი 65), ა.გონსალესი, ხ.ლოპესი, ლუკასი, ს.გარსია, კაისედო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

გოლი: კანალესი 38.
გაფრთხილებები: ბერგარა, პარდო – ვ.სანჩესი, ჰ.მორენო, კოლოტო (სათადარიგო სკამიდან).
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 10(4)-9(4), ჯარიმა: 13-14, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 3-3, სეივი: 4-3

ვილიარეალი – სელტა 4:1 (2:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, დორადო, მუსაჩიო, რუკავინა, ხ.კოსტა, მარკოსი, პინა, მ.გომესი (ჩერიშევი 61), კემპბელი (გასპარი 72), გ.მორენო, ჯოვანი (ვიეტო 46).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

სელტა (3-4-3): ს.ალვარესი, კაბრალი, ფონტასი, ს.გომესი (ა.ლოპესი 46), ა.ფერნანდესი, რადოია, მალიო, ხონი, ორელიანა, ნოლიტო, ჩარლესი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 1:0 ჯოვანი (41), 2:0 მუსაჩიო (45+1), 2:1 ა.ფერნანდესი (50), 3:1 ვიეტო (73), 4:1 გ.მორენო (84).
გაფრთხილებები: ნოლიტო, ფონტასი
მსაჯი: კლოს გომესი
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 12(8)-13(4), ჯარიმა: 9-14, კუთხური: 3-2, თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-4

ატლეტიკო – ვალენსია 1:1 (1:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): მოია, მირანდა, ხ.ხიმენესი, სიკეირა, ხუანფრანი, გაბი (რ.ხიმენესი 81), ტიაგო, კოკე (მ.სუარესი 69), თურანი, ფ.ტორესი (მანძუკიჩი 61), რ.გარსია.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, ოტამენდი, მუსტაფი, ბარაგანი, გაია, ფუეგო, ე.პერესი (გომეში 68), პარეხო, ფეგული (როდრიგო 58), პიატი (ორბანი 91), ნეგრედი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

გოლები: 1:0 კოკე (33), 1:1 მუსტაფი (78).
გაფრთხილებები: ფ.ტორესი, სიკეირა, მანძუკიჩი, გოდინი, მ.სუარესი – მუსტაფი, პიატი, ე.პერესი, ნეგრედო, ოტამენდი, ფუეგო, ბარაგანი
გაძევება: ფუეგო 90.
მსაჯი: სანტიაგო ხაიმე ლატრე
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 8(3)-3(1), ჯარიმა: 22-19, კუთხური: 6-1, თამაშგარე: 5-0, სეივი: 0-2

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”), ლეო მესი (“ბარსელონა”) -30. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 17. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), კარლოს ბაკა (“სევილია”) -14.

თეგებილა ლიგა
0.186328