ფეხბურთი

2:12 | 9.03.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ცხადაძე გაფართოებულ შემადგენლობას დღეს დაასახელებს

მომავალ ორ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დღეს გასამართ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, 9 მარტს, 12:00 საათზე “მიხეილ მესხის” საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის შეკითხვებს კახაბერ ცხადაძე უპასუხებს.

შეგახსენებთ, 25 მარტს 21:00 საათზე “მიხეილ მესხზე” ეროვნული ნაკრები ამხანაგურად მალტას გაეჯიბრება, 29 მარტს 20:00 საათზე კი, ჩვენი გუნდი “დინამო არენაზე” ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაუხვდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.092927