ფეხბურთი

0:32 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

თამაში იწყება 73-ე წუთიდან?

ბუნდესლიგის კვირას გამართული ორივე მატჩი სცენარით წააგავდა ერთმანეთს: ორივე შეხვედრაში 73-ე წუთამდე ფრე იყო, მაგრამ დარჩენილ დროში შეიცვალა სიტუაცია, გოლების წვიმა წამოვიდა.

"ლევერკუზენმა" "პადერბორნს' გასვლაზე 3:0 სძლია. ჯერ მცველმა კირიაკოს პაპადოპულოსმა გაიტანა, რომელიც ემირ სპაჰიჩის ნაცვლად შევიდა მინდორზე. სპაჰიჩი ალბათ იმიტომ შეცვალეს, რომ მეორე ყვითელი ბარათი არ მიეღო და არ გაეძევებინათ. ბოსნიელისთვის ხომ წითელი ჩვეულებრივი ამბავია. ლევერკუზენელთა მომდევნო ორი გოლი კი კორეელმა სონ ჰიუნგ-მინმა მიითვალა. როჯერ შმიდტის გუნდი მეოთხე ადგილზეა.

"კიოლნმა" კი "აინტრახტს" 4:2 აჯობა და განსაკუთრებით კარგად ითამაშეს ფორვარდებმა: უჯამ და დეივერსონმა. ფრანკფურტელთა ფორვარდმა ალექსანდრ მაიერმა დუბლი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა (18 გოლი), მაგრამ მისმა გუნდმა წააგო და მთლად ბედნიერი ვერ იქნება.

კიოლნი – აინტრახტი 4:2 (1:0)

კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, ჰორნი, მარო, ვიმერი, ლემანი, პეშკო, რისე (სვენტო 88), ფიოგტი, დეივერსონი (ოსაკო 63), უჯა (მავრაი 87)

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

აინტრახტი: ტრაპი, რუში, სამბრანო, ჩანდლერი, ოცზიპკა, აიგნერი, ჰასებე (ინუი 75), შტენდერა, პიაზონი (მადლუნგი 84), სეფეროვიჩი, მაიერი

მწვრთნელი: თომას შააფი

გოლები: 1:0 დეივერსონი (28), 1:1 მაიერი (58), 2:1 რისე (73), 3:1 ოსაკო (79), 4:1 უჯა (82), 4:2 მაიერი (90+2 პენ)

გაფრთხილება: პეშკო (22), სეფეროვიჩი (26), დეივერსონი (38), შტენდერა (86)

გაძევება: ვიმერი (90+1)

მსაჯი: კირხერი

ბურთის ფლობა: 42-58, დარტყმა: 9 (6)-12 (5), კუთხური: 4-10, თამაშგარე: 2-3, სეივი: 3-2, ჯარიმა: 17-14

პადერბორნი-ლევერკუზენი 0:3 (0:0)

პადერბორნი: ლარს კრუზე, ჰარტჰერცი, ჰაინლოთი (ლაკიჩი 77), ჰანემაიერი, შტროდიკი, ციგლერი (ბაკალორცი 66), კოჩი (ვემერი 70), მეჰა, რუპი, შტოპელკამპი, კუჩკე

მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, სპაჰიჩი (პაპადოპულოსი 55), ტოპრაკი, ვენდელი, ბელარაბი (როლფესი 78), კატსტრო, რაინარტცი, დრმიჩი (ბრანდტი 68), სონი, კისლინგი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

გოლები: 0:1 პაპადოპულოსი (73), 0:2, 0:3 სონი (84, 90)

გაფრთხილება: სპაჰიჩი (35), ციგლერი (61)

მსაჯი: შიბერტი

ბურთის ფლობა: 43-57, დარტყმა: 9 (2)-11 (6), კუთხური: 9-8, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 15-17

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129196