სხვა

0:19 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა იმარჯვა, გაგამარუ დამარცხდა

იაპონიის ქალაქ ოსაკაში სტარტი აიღო გაზაფხულის ტრადიციულმა სუპერტურნირმა, რომელშიც 2 ქართველი სუმოისტი – ტოჩინოშინი და გაგამარუ ჩაება, თანაც ორივე – ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ, რომელიც ჰარუ ბაშოს დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, სასტარტო შერკინებაში 35 წლის ტაკეკაძეს (აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა) სუკუინაგეთი სძლია.

სამწუხაროდ, პირველი ორთაბრძოლა დათმო თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ, რომელიც მაკუუჩის 4 ბაშოს თავზე დაუბრუნდა და დოჰიოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულით გავიდა. ის აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა ტოიოჰიბიკიმ ჰატაკიკომით დაამარცხა.

ოსაკას სუპერტურირზე წარმატებული სტარტი აიღეს ჰაკუჰომ და ჰარუმაფუჯიმ, კიდევ ერთი მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ კი მხრის ტკივილმა შეაწუხა და ის ოსაკას ბაშოდან მოიხსნა. შედეგად, დასავლეთის პირველ მაეგაშირა იჩინოჯოს გამარჯვება უბრძოლველად ერგო.

შეჯიბრის მე-2 დღეს ტოჩინოშინი სწორედ ამ უკანასკნელს დაუპირისპირდება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც თანაბარი ბალანსი (1-1) გააჩნია. რაც შეეხება გაგამარუს, იგი ძალებს დასავლეთის მე-14 მაეგაშირა არავაშისთან მოსინჯავს, რომელთანაც ორივე გასული შერკინება წაგებული აქვს.

მარტის ბაშოს პირველი დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 0:35-დან, ტოჩინოშინის – 6:33-დან

0.123298