ჭადრაკი

23:19 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი ნაიერმა მოიგო

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში დასრულებული ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებული რუსი მოჭადრაკე ევგენი ნაიერი (2634) გახდა, რომელსაც მხოლოდ 37-ე განთესვა გააჩნდა, თუმცა, თერთმეტ ტურში 8.5 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო.

ნაიერმა უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ ჩეხ დავიდ ნავარას (2735) 0.5 ქულით გაუსწრო, ბრინჯაოს მედალი კი პოლონელმა მატეუშ ბარტელმა (2631) მოიპოვა, რომელმაც ასევე 8 ქულის მქონე რუს დენის ხიშმატულინს (2653) დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო.

ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი მიხეილ მჭედლიშვილმა (2585) დააფქსირა. დასკვნით ტურში ის შავი ფიგურებით პოლონელ რობერტ კემპინსკისთან (2625) დამარცხდა და 6.5 ქულით 50-ე ადგილზე გავიდა.

ქულათა ასეთივე მონაგარით 64-ე პოზიციაზე აღმოჩნდა დავით ჯოჯუა (2579), რომელიც ასევე შავებით ისრაელის წარმომადგენელ ევგენი პოსტნის (2647) დაუზავდა. 6.5 ქულა მოაგროვა და 81-ე საფეხურზე აღმოჩნდა ლევან ფანცულაია (2615). მან თეთრი ფიგურებით რუს დანიილ იუფას (2469) მოუგო.

მე-11 ტურში თეთრი ფიგურებით თურქ დრაგან სოლაკთან (2607) ყაიმი გააფორმა ნინო ბაციაშვილმა (2475). შედეგად, ქართველმა მოჭადრაკემ 6.0 ქულით 106-ე ადგილი დაიკავა.

0.120545