ფეხბურთი

17:44 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირესის ვაჟი - “არსენალის” აკადემიაში

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი რობერ პირესი ლონდონში იმყოფება და თავისი ვაჟი “მეთოფეთა” აკადემიაში მიიყვანა. 7 წლის თეო პირესმა გუშინ პირველი ვარჯიში წარმატებით ჩაატარა.

პირესი “არსენალის” ღირსებას 6 წლის განმავლობაში იცავდა და გუნდის “ერთ-ერთ ლეგენდად ითვლება. ფრანგს ბევრი დასამახსოვრებელი გოლი აქვს გატანილი. რობენი ყოფილი გუნდის თამაშებს ხშირად უყურებს ხოლმე და არსენ ვენგერთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.

ჯერჯერობით უცნობია, დაიტოვებს თუ არა “არსენალი” პატარა პირესს.

0.11185